ქართული სტარტაპი Helio.AI სომხეთის ბაზარზე შედის - ოფიციალური პარტნიორობა GABA-სთან
- Mar 9
- 1 min read
Updated: Mar 10
პრესრელიზი
ერევანი / თბილისი, 10.03.2026
ქართული სტარტაპი Helio.AI სომხეთის ბაზარზე შედის - ოფიციალური პარტნიორობა GABA-სთან
ქართული წარმატებული სტარტაპი Helio.AI ოფიციალურად შევიდა სომხეთის ბაზარზე. კომპანიამ ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ქართული-სომხური ბიზნეს ასოციაცია (GABA)-სთან, რომლის მიზანია რეგიონში ბიზნეს შესაძლებლობების გაძლიერება და ქართველი და სომხური კომპანიების მხარდაჭერა.
მემორანდუმის ფარგლებში:
• GABA უზრუნველყოფს Helio.AI-ს სომხეთის ბაზარზე მხარდაჭერას, პარტნიორების მოძიებას, ბიზნეს კავშირებს გაძლიერებას და ბრენდის პოზიციონირებას
• Helio.AI უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას, პროდუქტების და მომსახურების ინტეგრაციას სომხეთის ბაზარზე.
ია ჯიქია, Helio.AI-ის დირექტორი:
"ჩვენ უკვე 8 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი და გვიხარია, რომ დღეს სომხეთიც დაგვემატა. სომხეთის ბაზარი ახალი შესაძლებლობებით არის სავსეა, GABA-სთან თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს სწრაფად ვინტეგრირდეთ ახალ ქვეყანაში."
ლალი სვიმონია, GABA-ის დამფუძნებელი:
"ჩვენი პარტნიორობა Helio.AI-სთან შექმნის პრაქტიკულ მოდელს, თუ როგორ შეუძლია ქართულ ინოვაციურ სტარტაპს წარმატებით გაფართოვდეს რეგიონში. ჩვენი მიზანია საქართველოსა და სომხეთის ბიზნეს გარემო გავხადოთ უფრო მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებული, ცოდნის გაზიარების და ახალი ბიზნეს პარტნიორობების შესაძლებლობების გამოყენებით."




Comments