top of page

წევრობის ხელშეკრულება

(ვერცხლი, ოქრო, პლატინიუმი)

 

ქ. თბილისი                                                                                                                                                                             XX ---- 2026 წელი

 

ერთი მხრივ, ა(ა)იპ „ქართულ სომხური ბიზნეს ასოციაცია - გაბა“  (ს/ნ: 405825914) (შემდგომში „გაბა“ წარმოდგენილი მისი დირექტორის ლალი სვიმონიას (პირადი N62005000949) მიერ და მეორე მხრივ, ---- (საიდენტიფიკაციო -----) წარმოდგენელი დირექტორის, ----- (პირადი ----- ) სახით (შემდგომში ,,წევრი“) წარმოდგენილი ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

 

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

  1. წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს გაბასა და წევრს შორის თანამშრომლობის, წევრობის და პარტნიორული ურთიერთობების მოწესრიგება.

  2. წინამდებარე ხელშეკრულებით ასოციაცია იღებს ვალდებულებას, მიიღოს წევრი ასოციაციის წევრად და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ასოციაციის საქმიანობაში, წესდებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

  3. წევრი იღებს ვალდებულებას დაიცვას ასოციაციის წესდება, შიდა რეგლამენტები და შეასრულოს წევრისათვის გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

მუხლი 2. მხარეთა უფლება-მოვალეობები

  1. წევრს უფლება აქვს:

    1. მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის საერთო კრებებსა და ღონისძიებებში;

    2. აირჩიოს და არჩეულ იქნეს ასოციაციის მართვის ორგანოებში;

    3. მიიღოს ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობის, ფინანსური ანგარიშგებისა და პროექტების შესახებ;

    4. ისარგებლოს ასოციაციის მიერ შეთავაზებული სერვისებითა და პროგრამებით.

    5. მონაწილეობა მიიღოს გაბას მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებში;

    6. მონაწილეობა მიიღოს გაბას მიერ ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმებში, შეხვედრებში, ქსელურ ღონისძიებებსა და პროექტებში;

    7. მიიღოს ბიზნეს კონსულტაცია და ინფორმაცია ქართულ-სომხური ბაზრების, პარტნიორებისა და შესაძლებლობების შესახებ;

    8. ჩაერთოს საერთაშორისო ბიზნეს მისიებში და პარტნიორულ პროგრამებში;

    9. ისარგებლოს გაბას საკომუნიკაციო პლატფორმებით საკუთარი საქმიანობის პოპულარიზაციისთვის;

    10. მიიღოს ინდუსტრიული სიახლეები და ანალიტიკური ინფორმაცია;

    11. ნებისმიერ დროს გავიდეს გაბას წევრობიდან;

    12. მოსთხოვოს გაბას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვა.

    13. აირჩიოს მისთვის სასურველი საწევრო პაკეტი (ვერცხლი, ოქრო,  პლატინიუმი) და სურვილის შემთხვევაში, გაბასთან შეთანხმებით შეცვალოს ის;

    14.  მოსთხოვოს გაბას წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დაცვა.

  2. წევრი ვალდებულია:

    1. დაიცვას ასოციაციის წესდება და შიდა აქტები;

    2. გადაიხადოს საწევრო შენატანი დადგენილი ოდენობითა და ვადებში;

    3. პატივი სცეს და გაუფრთხილდეს გაბას რეპუტაციას, ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას;

    4. ხელი შეუწყოს გაბას მისი მისიისა და საქმიანობის პოპულარიზაციას სამიზნე ჯგუფებსა და ფართო საზოგადოებაში;

    5. არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს ასოციაციის რეპუტაციას ან საქმიანობას;

    6.  საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის საქმიანობაში.

    7. დათანხმდეს გაბას წევრთა სიაში შეყვანას საჯარო წყაროებში (ვებგვერდი, სოციალური მედიის გვერდები და სხვა);

    8. დროულად გადაიხადოს წევრობის საფასური წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი გადახდის პირობების შესაბამისად;

    9. როგორც წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედებისას, ასევე მისი შეწყვეტიდან უვადოდ არ გათქვას კონფიდენციალური ინფორმაცია, პერსონალური თუ კომერციული საიდუმლოება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა გაბას წევრობის დროს;

    10. ყოველთვის იმოქმედოს კეთილსინდისიერების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, არ მიიღოს მონაწილეობა/არ გაამართლოს/ხელი არ შეუწყოს/მისი ქმედება არ იყოს აღქმული თითქოსდა ამართლებს ან ხელს უწყობს თაღლითურ, კორუფციულ და/ან საიდუმლო გარიგებას გაბას საქმიანობის პროცესში;

    11. თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შესაძლოა წარმოქმნას ინტერესთა კონფლიქტი.

  3. გაბას უფლება აქვს:

    1. წევრის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება ცალმხრივად და წევრი გარიცხოს ასოციაციიდან;

    2. წევრი შეიყვანოს გაბას წევრთა სიაში საჯარო წყაროებში (ვებგვერდი, სოციალური მედიის გვერდები და სხვა);

    3. წევრთან წერილობითი შეთანხმებით შეცვალოს ხელშეკრულების არსებითი პირობები.

  4. გაბა ვალდებულია:

    1. მოთხოვნის შემთხვევაში, წევრი ჩართოს მის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებში, ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებში;

    2. საჭიროების შემთხვევაში, წევრთან შეთანხმებით, წარმოადგინოს და დაიცვას წევრის ინტერესები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, დონორ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასოციაციებთან, ბიზნეს ორგანიზაციებთან, ასოციაციის წევრებთან და ბენეფიციარებთან;

    3. უზრუნველყოს წევრის ინფორმირება და ჩართულობა;

    4. უზრუნველყოს წევრის მონაცემების დაცვა;

    5. შექმნას ბიზნეს თანამშრომლობისა და ქსელური განვითარების პლატფორმა.

    6. წევრის ასოციაციის წევრობიდან გასვლის შემთხვევაში, საჯარო წყაროებიდან და წევრების რეესტრიდან ამოიღოს ინფორმაცია წევრობის შეჩერებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში;

    7. ხელი შეუწყოს წევრის ადაპტაციას (onboarding) სამუშაო გარემოში, უზრუნველყოს მისი მხარდაჭერა დაკისრებული ფუნქციების შესრულებისას და, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს სათანადო რეაგირება.

 

მუხლი 3. საწევროს გადახდის წესი

  1. წლიური საწევრო გადასახადის ოდენობა შეადგენს --- (XXX) ლარს.;

  2. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საწევრო გადასახადი, ჩათვლის უფლების გარეშე, განთავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისგან.

  3. წევრის მიერ საწევრო გადასახადის გადახდა იწარმოებს წელიწადში ერთხელ ვებ-გვერდის მეშვეუბით.

  4. წევრმა საწევრო გადასახადი უნდა გადაიხადოს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით,  ხელშეკრულების მე-10 მუხლში განსაზღვრულ გაბას საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით.

 

მუხლი 4. ხელშეკრულების მოქმედების ვადა

  1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან (რაც ფიქსირდება ხელშეკრულების პირველი გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში) და მოქმედებს 1 (წლის) ვადით.

  2. ხელშეკრულების მოშლა დაიშვება გაბასა და წევრის შეთანხმებით, წინამდებარე ხელშეკრულებით, წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

  3. თუ გაბა და წევრი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე ორი კვირით ადრე არ გამოთქვამენ ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილს, ხელშეკრულება ითვლება ავტომატურად გაგრძელებულად, იმავე ვადით (რაც განსაზღვრულია 4.1. პუნქტში) და იგივე პირობებით.

 

მუხლი 5. წევრობის შეწყვეტა

  1. წევრს ნებისმიერ დროს შეუძლია გავიდეს გაბას წევრობიდან.

  2. წევრი გაბას წევრობიდან გასვლის თაობაზე წერილობითი განცხადებით (ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რომელიც მითითებულია მე-10 მუხლში) მიმართავს გაბას დირექტორს.

  3. გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე გაბა უფლებამოსილია, წევრი გარიცხოს ასოციაციის წევრობიდან.

  4. ასოციაციას უფლება აქვს გარიცხოს წევრი შემდეგ შემთხვევებში:
    ა. თუ წევრის მიერ ადგილი აქვს ასოციაციის წესდების, შიდა რეგლამენტების და მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების  უხეშ ან სისტემატურ დარღვევას;

       ბ.საწევრო შენატანის გადაუხდელობა 6 (ექვსი) თვის განმავლობაში;
        გ. ასოციაციის ინტერესებისა და რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება;

 

წევრის გარიცხვის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ასოციაციის მართვის უფლებამოსილი ორგანო - გამგეობა წესდებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

  1.  გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით და გადაეცემა წევრს მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

  2. წევრს უფლება აქვს გადაწყვეტილება გაასაჩივროს ასოციაციის შიდა წესით ან სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

  3. წევრის გარიცხვა არ ათავისუფლებს მას ასოციაციის მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულებების შესრულებისაგან.

  4. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველებია:

    1. საწევროს გადაუხდელობა;

    2. წევრის მიერ 1 თვით ადრე ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილის გაცხადება;

    3. მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევა;

    4. ხელშეკრულებით, წესდებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევები.

 

მუხლი 6. თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე

  1. ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, წევრი აცხადებს ნებაყოფლობით თანხმობას, რომ წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების მიზნებისთვის, წევრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასოციაციისგან (გაბას სახელით მისი თანამშრომლებისგან) მიიღოს შეტყობინებები წინამდებარე ხელშეკრულების მე-10 მუხლში მითითებულ ელ. ფოსტასა და ტელეფონის ნომერზე;

  2. წევრს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა.

 

მუხლი 7. პასუხისმგებლობა

  1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა იწვევს ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მხარეთა პასუხისმგებლობას;

  2. გაბა და წევრი პასუხისმგებელნი არიან ერთმანეთის წინაშე არსებული ვალდებულებების ჯეროვან შესრულებაზე. ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებით.

  3. წევრი სრულად აანაზღაურებს ასოციაციისთვის მიყენებულ ზიანს, თუ ზიანი გამოწვეულია მისი ბრალეული მოქმედებით.

 

მუხლი 8. დავათა გადაწყვეტის წესი

  1. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული და მისგან გამომდინარე დავები უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის ურთიერთმოლაპარაკების გზით.

  2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოს მიერ.

 

მუხლი 9. დასკვნითი დებულებები

  1. მხარეები ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ადასტურებენ, რომ ის არ შეიცავს ბუნდოვან დებულებებს, რომ სრულად გაეცნენ ხელშეკრულების შინაარსს და მათთვის მისაღებია აღნიშნული პირობები;

  2. წევრი წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ადასტურებს, რომ იგი გაეცნო ასოციაციის წესდებასა და ყველა მარეგულირებელ დოკუმენტს;

  3. საკითხები, რომელიც არ არის განსაზღვრული ხელშეკრულებით რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით;

  4. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა დასაშვებია მხოლოდ წერილობითი შეთანხმების საფუძველზე;

  5. ხელშეკრულების ხელმოწერიდან ნებისმიერ დროს, ამ ხელშეკრულების რომელიმე ნორმის/დებულების ძალადაკარგულად/ბათილად ცნობა საკანონმდებლო ცვლილების, სასამართლო გადაწყვეტილებისა ან სხვა გარემოების საფუძველზე, არ გააბათილებს ხელშეკრულების სხვა ნორმებს/დებულებებს. ბათილი დებულების ნაცვლად გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა ხელშეკრულებით (მათ შორის, ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი. ასეთ შემთხვევაში, გაბა და წევრი კისრულობენ ვალდებულებას კეთილსინდისიერად აწარმოონ მოლაპარაკებები, რათა ხელშეკრულებაში შეტანილ იქნას ისეთი ცვლილებები, რომლებიც შეძლებისდაგვარად შეინარჩუნებს თავდაპირველ მიზანს;

    1. ხელშეკრულება დადებულია მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად;

    2. ხელშეკრულებას დანართის სახით ერთვის საწევრო პაკეტები (დანართი N1);

    3. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც გადაეცემა მხარეებს.

 

მუხლი 10. მხარეთა რეკვიზიტები

 

 

ა(ა)იპ „ქართულ სომხური ბიზნეს ასოციაცია - გაბა“ 

 

 

ქ. თბილისი,

საბურთალოს რაიონი,

მიხეილ თამარაშვილის გამზირი, N 13მ

 

ს/ნ: 405825914 

ელ-ფოსტა: info@gaba.ge      

ტელეფონი: +995 599 33 94 33

 

საბანკო რეკვიზიტები:

ს.ს „საქართველოს ბანკი”

ანგარიშის ნომერი: GE22BG0000000611327103

 

დანართი N1

 

საწევრო პაკეტები:

პაკეტი ვერცხლი

1500 ლარი ყოველწლიურად
იდეალურია მცირე ბიზნესებისა და სტარტაპებისთვის

  • განთავსება GABA-ს წევრთა სიაში

  • კვარტალური ბიზნეს და ინდუსტრიული სიახლეები

  • დარგობრივი კონსულტაცია (კვარტალში 1-ჯერ)

  • წლიური ბაზრის კვლევის ანგარიში

  • პარტნიორობის, თანამშრომლობისა და ბიზნეს შესაძლებლობები

 

პაკეტი ოქრო

3000 ლარი ყოველწლიურად
განკუთვნილია მსხვილი კომპანიებისთვის. მოიცავს პაკეტის ვერცლი ყველა სარგებელს, დამატებით:

  • წვდომა ნეთვორქინგ ღონისძიებებზე, ფორუმებსა და კონფერენციებზე

  • დარგობრივი კონსულტაცია (თვეში 1-ჯერ)

  • გამორჩეული სტატია GABA-ს ვებგვერდზე და სოციალურ მედიაში

  • მოწვევა GABA-ს ყოველწლიურ ბიზნეს ღონისძიებასა და დაჯილდოების ცერემონიაზე

  • მონაწილეობის უფლება GABA-ს რეგიონულ ბიზნეს პროგრამებში

პაკეტი პლატინუმი

4500 ლარი ყოველწლიურად

მორგებულია კორპორატიულ ჯგუფებსა და ჰოლდინგებზე. მოიცავს ვერცხლის და ოქროს პაკეტების ყველა სარგებელს, დამატებით:

  • სტრატეგიული მხარდაჭერა და კონსულტაცია GABA-ს ბიზნეს ექსპერტებისგან

  • მოწვევა ექსკლუზიურ, მაღალი დონის ბიზნეს ღონისძიებებზე

  • სპეციალური 20% ფასდაკლება GABA-ს ღონისძიებებსა და სპონსორობაზე

  • პრემიალური ხილვადობა GABA-ს ვებგვერდზე, ნიუსლეთერში და სხვა პლატფორმებზე

  • პრიორიტეტული ხილვადობა GABA-ს რეგიონულ ბიზნეს დაჯილდოებაზე

  • ოფიციალური აღიარება GABA-ს ყოველწლიურ ბიზნეს ღონისძიებაზე

დაგვიკავშირდით

ქართულ-სომხური ბიზნეს ასოციაცია (GABA) ხელს უწყობს ბიზნეს ურთიერთობებს საქართველოსა და სომხეთს შორის.

ჩვენ გთავაზობთ სტრატეგიულ კონსულტაციას, ბაზარზე შესვლის მხარდაჭერასა და ქსელურ შესაძლებლობებს, რათა დავეხმაროთ ბიზნესებს ორივე ბაზარზე განვითარებაში.

მისამართი

ქართულ-სომხური ბიზნეს ასოციაცია 

საიდენტიფიკაციო ნომერი: 405825914

მისამართი: თამარაშვილის ქ. 13ნ

თბილისი, საქართველო

ელ. ფოსტა

ტელეფონი

(+995) 599 33 94 33  (საქართველო)

(+374) 55 50 25 25    (სომხეთი)

bottom of page