top of page
Search

ქართული-სომხურმა ბიზნეს ასოციაციამ (GABA) და იქომერს ასოციაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

  • Mar 24
  • 1 min read

Updated: Mar 25

GABA-ს მიზანია საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და ორი ქვეყნის კომპანიებს შორის პირდაპირი კავშირების გაძლიერება,


რაც კომერციულ ურთიერთობებს უფრო მარტივსა და ეფექტურს გახდის. ასოციაცია მხარს უჭერს კომპანიებს ახალ ბაზრზე შესვლაში, პარტნიორების მოძიებაში და საქმიანობის განვითარებაში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტნიორ ორგანიზაციებთან პირდაპირი, სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბება. ასეთი თანამშრომლობა ამცირებს რისკებს, ამარტივებს პროცესებს და გადაწყვეტილებების მიღებასაც აჩქარებს. საქართველოსა და სომხეთის ბაზრებზე უკვე არსებული კომპანიებისთვის ჩვენ ვქმნით სივრცეს, სადაც შესაძლებელია ახალი პარტნიორების მოძიება, ბაზრის შესახებ პრაქტიკული ინფორმაციის მიღება და საქმიანი კონტაქტების გაფართოება. ვაორგანიზებთ B2B შეხვედრებს, ბიზნეს-მისიებსა და სამუშაო ვიზიტებს. ჩვენი ხედვა მარტივია: საქართველო და სომხეთი არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნები, არამედ ერთმანეთის ბუნებრივი ბიზნეს პარტნიორები არიან. სწორედ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას - პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის გასაღრმავებლად.


ტენდენციები: ბოლო პერიოდში სომხეთის ბაზარზე აშკარად იზრდება მოთხოვნა ქართულ კომპანიებსა და სპეციალისტებზე, განსაკუთრებით ტექნოლოგიების, ფინანსური სერვისებისა და სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით. ამავე დროს, ქართული ბიზნესიც აქტიურად ინტერესდება სომხეთში გაფართოებით და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ეს ორმხრივი ინტერესი ქმნის

რეალურ საფუძველს ახალი პროექტებისა და ინიციატივებისთვის.


წარმატებული პროექტი: როგორც ერთ-ერთი მიმდინარე პროექტი, გვინდა აღვნიშნოთ ქართული სტარტაპის Helio.AI-ის სომხეთის ბაზარზე შესვლა. ამ პროცესში ასოციაცია უზრუნველყოფს ბაზრის კვლევასა და ანალიზს, პარტნიორების

მოძიებას და ადგილობრივ ბიზნესებთან დაკავშირებას. მსგავსი გამოცდილება აჩვენებს, რომ სწორად დაგეგმილი თანამშრომლობა რეალურ და გაზომვად შედეგებს იძლევა.


რატომ არის მნიშვნელოვანი GABA-სთვის „იქომერს ასოციაციასთან“ თანამშრომლობა


„იქომერს ასოციაციასთან“ თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს ქართულ და სომხურ ბიზნესებს შორის გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარებას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ელექტრონული კომერციისა და ციფრული ბიზნესის მიმართულებით. ამ თანამშრომლობის


ფარგლებში გაძლიერდება პროფესიული კავშირები და უფრო მარტივი გახდება

პირდაპირი კომუნიკაცია ორი ქვეყნის ბიზნეს საზოგადოებებს შორის.


გვჯერა, რომ ასოციაციების კოორდინირებული მუშაობა რეალურ სარგებელს

მოუტანს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე მსხვილ კომპანიებს.

 
 
 

Comments


დაგვიკავშირდით

ქართულ-სომხური ბიზნეს ასოციაცია (GABA) ხელს უწყობს ბიზნეს ურთიერთობებს საქართველოსა და სომხეთს შორის.

ჩვენ გთავაზობთ სტრატეგიულ კონსულტაციას, ბაზარზე შესვლის მხარდაჭერასა და ქსელურ შესაძლებლობებს, რათა დავეხმაროთ ბიზნესებს ორივე ბაზარზე განვითარებაში.

მისამართი

ქართულ-სომხური ბიზნეს ასოციაცია 

საიდენტიფიკაციო ნომერი: 405825914

მისამართი: თამარაშვილის ქ. 13ნ

თბილისი, საქართველო

ელ. ფოსტა

ტელეფონი

(+995) 599 33 94 33  (საქართველო)

(+374) 55 50 25 25    (სომხეთი)

bottom of page